"ნახევარი სიმართლე საკმარისი არ არის" - თინა ბოკუჩავა მურთაზ ზოდელავასგან სუს-ის ჩარევაზე მეტ კონკრეტიკას ითხოვს

07.10.25 13:15
"ნახევარი სიმართლე საკმარისი არ არის" - თინა ბოკუჩავა მურთაზ ზოდელავასგან სუს-ის ჩარევაზე მეტ კონკრეტიკას ითხოვს

 

 

"ნახევარი სიმართლე საკმარისი არ არის" - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მურთაზ ზოდელავასგან დაკავებამდე გაკეთებული განცხადებაზე მეტ კონკრეტიკას ითხოვს. 

  • „საორგანიზაციო კომიტეტის“ ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე ორი წუთით ადრე TV პირველის ეთერში თქვა: „არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს“

ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ საუბარი მინიშნებებს უნდა გასცდეს. მისი განცხადებით, პოლიტიკაში გამარჯვებისთვის ახლა სიმართლის თქმაა აუცილებელი. 

მე იმედი მაქვს, რომ მურთაზ ზოდელავა და სხვა დაკავებულებები მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, იმიტომ, რომ როდესაც ებრძვი რუსეთს, ეფ-ეს-ბეს და მის მიერ მართულ რუსული ტიპის დიქტატურას ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია სიმართლე პოლიტიკაში გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა რთულია და ყველა შევდივართ ერთმანეთის მდგომარეობაში,აუცილებელია სიმართლის თქმა და იმედი მაქვს, მეტს გავიგებთ იმ მინიშნებებთან დაკავშირებით, რომელიც მათგან მოვისმინეთ სუს-ის ჩარევასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ღალატს ადგილი? - ბოკუჩავას პასუხი ასეთი იყო - "ვერ გეტყვით".

ჩვენ დიდი სიფრთილით და სიბრძნით უნდა ვიმოქმედოთ, რომ არცერთმა ჩვენმა სიტყვამ არ დაასხას წყალი ივანიშვილის წისქვილზე", - განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ. 

მურთაზ ზოდელავას კომენტარი დაკავებამდე 2 წუთით ადრე: 

სერიოზულ ორგანიზებას ვერ მოახდენთ იმიტომ, რომ თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო ან პრინციპები. სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ.

ორგანიზება უფრო რთულია, თუ შეუძლებელიც, იმიტომ რომ სრული დიქტატურაა. არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს. აზრი… მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი, მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება“, - თქვა ზოდელავამ.

 

ამასთან, მამის დაკავებიდან მეორე დღეს, პაატა ბურჭულაძის ვაჟმა TV პირველთან თქვა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებში ადგილი ღალატს ჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები