სასამართლო რომეო მიქაუტაძის საქმის არსებით განხილვას იწყებს
სასამართლო რომეო მიქაუტაძის საქმის არსებით განხილვას იწყებს. კორუფციის ბრალდებით დაკავებული "ქართული ოცნების" ექს მაღალჩინოსანი სასამართლოში უკვე მიიყვანეს.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერაძე აცხადებს, რომ რომეო მიქაუტაძე თავს კვლავ უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან.
იწყება საქმის არსებითი განხილვა. დღეს, მხარეები წარვდგებით სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, ბატონი რომეო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
საქმეში წარმოდგენილი არის რევიზიის დასკვნა, როგორც მთავარი მტკიცებულება, რომლითაც თითქოს დათვლილი იქნა მისი ქონება და ამ ქონებების ნუსხაში ჩამოთვლილია საერთოდ სხვა ადამიანების ქონებები, რომლებიც არ ეკუთვნის არც რომეო მიქაუტაძეს და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს," - ამბობს ბექა ნემსიწვერაძე.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძეს 9 ბრალი აქვს წარდგენილი. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ მიქაუტაძეს ახლა არა 3 მილიონის, არამედ 8 მილიონ 400 ათასის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.