პაპუაშვილი ბრიუსელს უპირისპირდება - "ოცნების" ლიდერი ჰიპერს საქართველოს საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

10.10.25 13:03
პაპუაშვილი ბრიუსელს უპირისპირდება - "ოცნების" ლიდერი ჰიპერს საქართველოს საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის სპიკერს, ანიტა ჰიპერს, მწვავედ უპირისპირდება და მას ქართველ ხალხზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ჰიპერის განცხადებები წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობას, რომ ბრიუსელის ბიუროკრატებმა საკუთარი პასუხისმგებლობა აიცილონ იმ პროცესებზე, რომლებიც 4 ოქტომბერს საქართველოში განვითარდა.

ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ეს ადამიანი პასუხისმგებლობას გაექცეს იმისათვის, რაც გააკეთა, კერძოდ, ის, რომ შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას. გუშინდელი, თუ გუშინწინდელი განცხადება, არის მაგალითი სიტყვიერი თავდასხმისა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე და ეს უნდა დასრულდეს. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ვისმენთ თავდასხმას ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არის არჩეული და არის დანიშნული საკუთარი ხელმძღვანელის მხრიდან, ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. აქ რაღაც ევროპულ სტანდარტებზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. მიუღებელია უბრალოდ, როდესაც არა არჩეული ბიუროკრატი თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა, ევროპული მედიისთვის მიცემულ კომენტარში მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯები რუსული სახელმძღვანელოდან არის შთაგონებული

მსგავსი სიახლეები