ვფიქრობ, ბაჩოს ჩემზეც უთხრეს და მაგის გამო ინერვიულა - ახალაიას ცოლი

10.10.25 17:38
ვფიქრობ, ბაჩოს ჩემზეც უთხრეს და მაგის გამო ინერვიულა - ახალაიას ცოლი

ბაჩო ახალაიას ცოლი სუს-ში ტყეში ნაპოვნი საბრძოლო მასალის საქმეზეა დაბარებული. ანი ნადარეიშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამის შესახებ უთხრეს გამომძებლებმა გამოკითხვაზე მყოფ ბაჩო ახალაის და ამის გამო დასჭირდა სასწრაფოს დახმარება. 

რაც შეეხება ნადარეიშვილსი სუს-ში დაბარებას, ახალაიას ცოლი ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ტყეში ნაპოვნ იარაღებთან -  "საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ რამე იპოვეს"

ადამიანი 10 წლის განმავლობაში სამარტოო საკანში რომ ზის, ჯანმრთელობის პრობლემა, რა თქმა უნდა, ექნება. მაგრამ, მე ვფქირობ, ისიც უთხრეს, ახლა რაც ჩემს თავს ხდება და შეიძლება, მაგის გამო ინერვიულა. 

სრული აბსურდია, არანაირი კავშირი არ მაქვს (ტყეში ნაპოვნ იარაღებზე ), მაგრამ ამათგან არაფერი არ მიკვირს, ისეთი ამბავი დაატრიალეს ქვეყანაში. მივალ, გავერკვევი და უფრო დაწვრილებით გეტყვით. არანაირი კავშირი არ მაქვს და საერთოდ ეჭვი მეპარება, რომ რამე იპოვეს", - აცხადებს ნადარეიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ თბილისთან ახლოს, ტყის მასივში, აღმოჩენილია საბრძოლო მასალა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, რომელის გამოყენებითაც მდინარაძის უწყების მტკიცებით,   4 ოქტომბერს "დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო".

როგორც სუს- ში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქემ, ვინმე ბ.ჭ -მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.

 

მსგავსი სიახლეები