კრიმინალურ პოლიციაში მყოფ ბაჩო ახალიას ექიმების დახმარება დასჭირდა

10.10.25 17:15
კრიმინალურ პოლიციაში მყოფ ბაჩო ახალიას ექიმების დახმარება დასჭირდა

კრიმინალურ პოლიციაში მყოფ ბაჩო ახალიას ექიმების დახმარება დასჭირდა -  ცოტა ხნის წინ გულუას ქუჩაზე სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, ადვოკატს, რომელიც გამოკითხვაზე ახალაიასთან ერთად არ იმყოფება, ჰქონდა გამომძიებელთან კომუნიკაცია, თუმცა მას უთხრეს, რომ სასწრაფო თავდაცვის ყოფილ მინისსტრთან არ იმყოფებოდა, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ შსს-მ დაადასტურა, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება კრიმინალურ პოლციაში ბაჩო ახალაის გამო მოხდა, რადგან სწორედ მას დასჭირდა დახმარება. 

სასწრაფო დახმარების ექიმები კრიმინალურ პოლციიაში 40 წუთის განმავლობაში იყვნენ გაჩერებულები. 

უკვე ოთხ საათზე მეტია ახალაია დაკითხვაზე იმყოფება - ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. ახალაიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შსს-მ განცხადება გააავრცელა, სადაც წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ არის დაბარებული და რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები