"ოცნება" ტოტალიტარიზმის ეტაპზეა, მტრის ხატს გარეთ ეძებს - გია ჯაფარიძე

13.10.25 15:55
"ოცნება" ტოტალიტარიზმის ეტაპზეა, მტრის ხატს გარეთ ეძებს - გია ჯაფარიძე

პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნების" იერიში ბრიუსელზე ტოტალიტარიზმის ეტაპზე გადასვლის მკაფიო მანიშნებელია. მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, შექმნას მტრის ხატი და რაკიღა ოპოზიციაზე ეს აღარ მუშაობს, მტრის ხატს უკვე გარეთ ეძებს. 

მე მგონია, რომ დემონიზაციაა მთავარი მიზანი. "ქართული ოცნება" გადავიდა კვე ტოტალიტარიზმის ეტაპზე მაშინ, როდესაც იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაფლება, ეს კლასიკური შემთხვევაა, ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ასე მომხდარა, მათ აუცილებლად სჭირდებათ მტრის ხატი. ეს მტრის ხატი საქართველოში აღარ გამოდის, მხოლოდ ოპოზიცია დახატოს მტრის ხატად, ეს უკვე ვეღარ მუშაობს, ამიტომ ის ცდილობს, რომ ეს მტრის ხატი ეძებოს გარეთაც. ამას აკეთებდა საბჭოთა რუსეთი, ამას აკეთებდა ნაცისტური გერმანია, ამას აკეთებდა ყველა ტოტალიტარული ქვეყანა, რომელსაც აქამდე უარსებია, - ამბობს გია ჯაფარიძე. 

"ქართული ოცნება" ევროკავშირს საქართველოში ისევ ექსტრემიზმის წახალისებაში ადანაშაულებს და მოითხოვს, ბრიუსელმა 4 ოქტომბრის მშიდობიანი რევოლუციის მცდელობა დაგმოს.   

მსგავსი სიახლეები