ეგვიპტის სამიტზე "ოცნების" არმიწვევა ცხადყოფს, რომ ივანიშვილის გუნდის პროპაგანდა მშვიდობის შესახებ ბლეფი და ტყულია - ლემონჯავა

14.10.25 13:37
ეგვიპტის სამიტზე "ოცნების" არმიწვევა ცხადყოფს, რომ ივანიშვილის გუნდის პროპაგანდა მშვიდობის შესახებ ბლეფი და ტყულია - ლემონჯავა

შარმ ელ-შეიხში გამართულ მშვიდობის სამიტზე "ოცნების" არმიწვევა ცხადოფს, რომ ივანიშვილის გუნდის პროპაგანდა მშვიდობის შესახებ ბლეფი და ტყულია, - ამის შესახებ პარტია "დროას" აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა საუბრობს. 

პოლიტიკოსის თქმით, ერთადერთი, ვინც შავი ზღვის რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს, დასავლეთია, რომელიც "ქართულ ოცნებას" მტრად ჰყავს გამოცხადებული. 

ამ რეგიონში, შავი ზღვის დიდ რეგიონში მშვიდობას ამყარებს აშშ და ევროკავშირი. ეს მშვიდობა დადგა სირიაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ირანის ძალადობრივ რეჟიმს აქვს სერიოზული პრობლემები, ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთსა და აზერბაოჯანს შორის მშვიდობა დაამყარა აშშ-მა. ერთადერთი ძალა, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს შავი ზღვის ფართო რეგიონში, ეს არის დასავლეთი. დასავლეთი მტრად ჰყავს გამოცხადებული "ქართულ ოცნებას". ის, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სამიტზე, სადაც ამ რეგიონის და ზოგადად, მსოფლიო მშვიდობის ბედი წყდება, არ არის მიწვეული ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმი და ასევე რუსული კრემლის რეჟიმიც, არის ცხადი სიგანლი იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის მთელი ეს პროპაგანდა მშვიდობასთან დაკავშირებით, არის ბლეფი, ტყუილი, - ამბობს გიგა ლემონჯავა. 

ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გამართულ მშვიდობის სამიტს, სადაც 30 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის დონალდ ტრამპიც, ესწრებოდა და განიხილებოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ისტორიული შეთანხმება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან არავინ მიიპატიჟეს.

სამიტში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებიც, თუმცა „ქართული ოცნება“ მათ შორის არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამიტზე არ მიიწვიეს რუსეთიც.