"ოცნების" მაჩანჩალა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცია - შარაშიძე
"ოცნების" მაჩანჩალა რეჟიმმა ყველაფერი გააკეტა, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცია, - ასე ეხმიანება გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე ეგვიპტის სამშვიდობო სამიტზე "ოცნების" არმიმწვევას.
პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის გუნდი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე და რეალურ მშვიდობაზე ეფიქრა, მხოლოდ მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებით არის დაკავებული.
"ოცნება" არის მაჩანჩალა რეჟიმი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოექცია საქართველო იზოლაციაში და მათ შორის, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ჩვენი მეზობლები, სომხეთი, აზერბაიჯანი, ზოგადად, გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო, წინ წასულიყვნენ, ესარგებლათ იმ შესაძლებლობებით, რასაც აჩენს ახალი მსოფლიო წესრიგი და მაქსიმუმი გაეკეთებინათ საკუთარი ქვეყნების კეთილდღეობისთვის და მშვიდობისთვის, ჩვენ ვხედავთ "ოცნებას", რომელსაც გარდა იმისა, რომ როგორ შეინარჩნოს საკუტარი ხელისუფლება და მიტაცებული ძალაუფლება, არაფერი აინტერესებს, - ამბობს გიორგი შარაშიძე.
ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გამართულ მშვიდობის სამიტს, სადაც 30 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის დონალდ ტრამპიც, ესწრებოდა და განიხილებოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ისტორიული შეთანხმება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან არავინ მიიპატიჟეს.
სამიტში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებიც, თუმცა „ქართული ოცნება“ მათ შორის არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამიტზე არ მიიწვიეს რუსეთიც.