იწყებს თუ არა "ოცნება" "ყოფილების" დაკავების ახალ სერიას - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში?

16.10.25 11:19
იწყებს თუ არა "ოცნება" "ყოფილების" დაკავების ახალ სერიას - რას ამბობენ ივანიშვილის გუნდში?

იწყებს თუ არა "ქართული ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების დაკავების ახალ სერიას - ივანიშვილის გუნდში ვერ პასუხობენ კითხვებს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მისი ყოფილი თანაგუნდელი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობდა და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობს" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს ფულს ურიცხავდა. 

"ქართული ოცნების" წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მათ რომ უკანონო ქმედების მტკიცებულება ჰქონოდათ დიდი ხნის წინ მიაწვდიდნენ პროკურატურას. 

ყველა ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.  მე რომ თქვენ გიღალატოთ მეგობრობაში ვთქვათ, ან გუნდელობაში, ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხს მოსთხოვენ, ვისზეც იქნება მტკიცებულება შესაბამისი, დანარჩენი მორალური მხარე რაც არის, ეს მორალური მხარეა. 

მტკიცებულება რომ იყოს და უკანონო ქმედება რომ იყოს, ამას დიდი ხანია მივაწვდიდით პროკურატურას," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. 

კითხვებს ვერ პასუხობს რატი იონათამიშვილიც და ამბობს, რომ გამოძიების დეტალებზე საუბარი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ არის. 

მოვისმინე და ამაზე მეტის თქმის არც უფლება, არც შესაძლებლობა მე არ გამაჩნია რასაკვირველია. ასე, რომ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვინც არ უნდა ეცადოს ჩვენი ქვეყნის არევას, ჩვენი ქვეყნის ქაოსში გახვევას, ასეთ მზაკვრულ და მუხანათურ გეგმებს განხორციელება არ უწერია.

მე არ მაქვს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ არის ისაუბროს გამოძიების დეტალებზე," - ამბობს რატი იონათამიშვილი. 

მსგავსი სიახლეები