"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან ოქროს ზოდებიც ამოღეს - სრული სია
საგანგებო ბრიფინგი სახალმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვების სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია:
- 7 002 200 აშშ დოლარი და 136 000 ლარი;
- 198 ძვირფასი ნაკეთობა და ძვირადღირებული საათი [უცნობია, კონკრეტულად რომელ მაღალჩინოსანს ეკუთვნის];
- ამოღებულია ძვირადღირებული ნახატები;
- 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრო მოწყობილობა.
კადრებში, რომელსაც სუს-მა გაავრცელა ჩანს:
- სამი ცალი ოქროს ზოდი; [ერთი მათგანი 999,9 სინჯი - 1000 გრამი/ორი მათგანი - თითო -100 გრამი]
- სამი ცალი ოქროს მონეტა [სავარაუდოდ, ანტიკვარული]
- სავარაუდოდ რუსული ოქროს ბეჭდები ბრილიანტის თვლებით;
- ოქროს ჯვრები;
- სამი ცალი ლეპტოპი - [ერთ კომპიუტერზე გამოსახულია ერეკლე მეფის ფოტო, მეორეზე - ვაჟა ფშაველა].
მამუკა მდინარაძის უწყების ცნობით, გაიჩხრიკა მოქალაქეების:
- ირაკლი ღარიბაშილის,
- გრიგოლ ლილუაშვილის,
- ოთარ ფარცხალაძის,
- რომეო მიქაუტაძის,
- მიხეილ ჩოხელის,
- ვანო და თორნიკე პარკაულების,
- სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.
როგორც სუს-ში ამბობენ, მიმდინარეობს ამოღებული დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.