რა ამოიღეს დაკავებული რომეო მიქაუტაძის სახლიდან?

20.10.25 16:28
რა ამოიღეს დაკავებული რომეო მიქაუტაძის სახლიდან?

რა ამოიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სახლიდან - სუს-ის მიერ ორი დღის წინ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ სასამართლოზე პირველად გამოჩნდა. 

მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მიქაუტაძის სახლიდან სამართალდამცავებმა დოკუმენტები და 1200 დოლარი ამოიღეს, ამ ფულს კი, მისი თმტკიცებით, კავშირი არ აქვს „იმ საქმესთან, რომლის ფარგლებში 7 მილიონი დოლარი ამოიღეს“.

ჩხრეკა ნამდვილად ჩატარდა მის საცოხვრებელ სახლში, ბინაზე, სადაც ის უშუალოდ ცხოვრობს, თუმცა იმ ნივთებთან, რაც გამოცხადდა მედიის მეშვეობით, არანაირი კავშირი არ აქვს ბატონ რომეოს. მის სახლიდან რამდენიმე ნივთი იქნა ამოღებული და მცირე რაოდენობით თანხა, საუბარია 1200 დოლარზე. დოკუმენტები ამოიღეს, რომელიც შესაძლოა, რაღაც ინტერესს წარმოადგენდეს ბრალდების მხარისთვის, თუმცა რაიმე ფასეულობა ამ დოკუმენტაციას არ გააჩნია. არსებობს კიდევ გამოყოფილი საქმე. ჩვენთვის უცნობია თუ რას იძიებს ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანო, თუმცა იმ გამოყოფილი საქმის ფარგლებში ჩატარდა ეს საგამოძიებო მოქმედება, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

რომეო მიქაუტაძეს 9 ბრალი აქვს წარდგენილი. პროკურატურამ საქმე, რომელსაც ექსპერტები „მკვდარ მუხლებს“ უწოდებენ, ხელახლა გააცოცხლა და ყოფილი ვიცე-მინისტრი, საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ბიზნესსაქმიანობაში ჩართვაში დაადანაშაულა.

გამოძიების ვერსიით, მიქაუტაძე წლების განმავლობაში ფიქტიურად სხვებზე აფორმებდა კომპანიებს, რეალურად კი თავად მართავდა მათ. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ეხება, რის გამოც მას 12-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. 

რაც შეეხება სუს-ის განცხაებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილისგრიგოლ ლილუაშვილისოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.

როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელისძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში. 

მისივე თქმით, ამოღებულია: 

  • 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
  • 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
  • ძვირადღირებული ნახატები
  • დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
  • 119 ელექტრომოწყობილობა.

სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.

მსგავსი სიახლეები