EU-ს სანქციები "ოცნების" ჩინოვნიკებს - შეფასებები ოპოზიციაში

21.10.25 11:27
EU-ს სანქციები "ოცნების" ჩინოვნიკებს - შეფასებები ოპოზიციაში

ევროპელი მინისტრების გადაწყვეტილებით, რომელიც "ოცნების" ჩინოვნიკებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გულისხმობს, ოპოზიცია კმაყოფილია.

"ოცნების" ოპონენტები მართებულად მიიჩნევენ, რომ უვიზო მიმოსვლა შეეხოთ მხოლოდ ივანიშვილის გუნდის წევრებს და არა რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში ევროპლ მომავალს იცავენ.  

მე მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის მმართველი ორგანოები ითვალისწინებენ ბოლო წამამდე ქართველი ხალხის ინტერესებს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და არ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც ასევე იდო მაგიდაზე, რაც უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გულისხმობდა. თუ დასჯაა და თუ სანქციაა და თუ საკადრისი პასუხია მისაგები, ეს უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, ვისაც მიუძღვით წვლილი და ბრალი საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებაში, - ამბობს "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირისთვის სტრუქტურულად მარტივი გახდა, რომ შეზღუდვები კონკრეტულ ჯგუფებზე გაავრცელოს და ეს აღარ იქნება ერთი და ორი კაცი. 

საქართველო ერთ-ერთი პირველი საცდელი ქვეყანა გახდება ნოემბრიდან და არა მარტო საქართველოს პრეზიდენტს, არამედ ჩვენს და არასამთავრობო სექტორსაც ჰქონდა კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან ამ თემაზე, რომ ხალხი ვინაიდან ბრძოლაშია, ვინაიდან ხალხი მადლიერია ევროპის და ევროკავშირის, ისინი არ მოყვნენ ამ სანქციებში და შეზღუდვა შეეხოს იმ ადამიანებს, ვინც ივანიშვილის რეჟიმს წარმოდგენს და ივანიშვილის რეჟიმს წარმოადგენს როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო და მათი თანამშრომლები, ასევე შსს და მათი თანამშრომლები, ასევე ბიზნესები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს იმ ძალადობას, რაც ქუჩაში ხდება, დრაოკნულ კანონებს იღებენ და აღასრულებენ, მოსამართლეები, სასამართლო სისტემა. ანუ სტრუქტურულად ძალიან მარტივი გახდა ევროკავშირისთვის, სხვადასხვა ჯგუფები დაასანქციროს და ეს ჯგუფები არ არის ერთი და ორი კაცი, რასაც აქამდე ვხედავდით, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი. 

სექტორული შეზღუდვის მომხრეა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძეც. 

სექტორული შეზღუდვა არის უმნიშნელოვანესი. ანუ ეს შეეხება, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, ბიუროკრატიაშ, ანუ საჯარო სექტორში იმ დასაქმებულ ადმაიანებს, ვინც ემსახურებიან რეჟიმს, მათ შორის, სასამართლოში საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები რომ დადიან და ადამიანებს ციხეში ყრიან და ასევე, ძალიან მნიშნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს სექტორული შეზღუდვა ზუსტად გულისხმობს იმას, რომ არ დაისაჯოს ქართველი ხალხი, არამედ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს ვიზები არ მისცენ, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გამკაცრდა. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მზადდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს შესაძლოა ევროკავშირში შესასვლელად სავიზო რეჟიმი დაუწესდეს.

ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ექვსსაათიანი მსჯელობის შემდეგ გაკეთდა და აღქმულია როგორც მკაცრი სიგნალი ხელისუფლებისადმი. ევროპელი პარტნიორების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ საკუთარი პოლიტიკით ქვეყანას აშორებს ევროპულ კურსს, რის გამოც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების საფრთხე სულ უფრო რეალურია.

ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს პირადად მიმართა წერილობით.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა წერილში აღწერა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ბოლო პერიოდის მოვლენები, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და ევროპულ კურსს ემუქრება.

 

 

მსგავსი სიახლეები