კორუფცია ხელბურთის ფედერაციაში - როგორ იმართლებს თავს დაკავებული მაღალჩინიოსანი
ხელბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბ კაკაბაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ხელბურთის ფედერაციის ვალი არავის არ აქვს.
მან სასამართლოს მიმართა და კითხა, რატომ არ გამოკითხეს ვახტანგ მეიფარიანი. ზურაბ კაკაბაძის თქმით, მომავალ წელს არის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები და მისი დაკავება ამას უკავშირდება.
ჩემთვის მოულოდნელი იყო, რაც ბატონმა პროკურორმა ბრძანა, რომ თითქოს 45-ჯერ გადავკვეთე საზღვარი, რაც ფედერაციის პრეზიდენტი ვარ მე საზღვრის კვეთა არ მქონია. კაზინოში ვყოფილვარ მითამაშია კიდეც. პანდემიამდე. ხელბურთის ფედერაციის ვალი არ აქვს არავის. 12 წელი ვიყავი ხელბურთის ფედერაციაში. მქონდა ინიციატივა, რომ შეგვექმნა საბჭო, რომელიც აღრიცხავდა თანხებს, არ ქნეს. 200 ათასი ჰქონდა ფედერაციას დაფინანსება სულ და მე რომ მივედი 50 ათასი ჰქონდა იმ დროს ხელფასი არ მქონია.
ვახტანგ მეიფარიანი რატომ არ გამოკითხეთ? არ იყო საქმის კურსში? რესტორანში არ იჯდა თამამად? მარტო საჩივრებს წერს? მომავალ წელს არის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები და მას ეშინია მე არ ვიყარო კენჭი, ეს არის ყველაფრის მიზეზი.
თანხები იხარჯებოდა ფედერაციის სასარგებლოდ. საწვავი ხომ უნდა ჩამესხა მანქანაში? ნუ ახლა ხანდახან მავიწყდებოდა და პირადი ბარათის ნაცვლად სხვა ბარათს ვატარებდი. გაოგნებული ვარ ამ ყველაფრით," - განაცხადა ზურაბ კაკაბაძემ.
ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.
დღეს სხდომაზე, პროკურორმა განმარტა, რომ ზურაბ კაკაბაძეს აღნიშნული ბარათიდან ფული გამოჰქონდა და კაზიონებში ფსონს დებდა.