თუ ქვეყანა პირობებს არ ასრულებს, სხვა გზა აღარ რჩება, გარდა უვიზო რეჟიმის შეჩერებისა - ევროპარლამენტარი

23.10.25 16:00
თუ ქვეყანა პირობებს არ ასრულებს, სხვა გზა აღარ რჩება, გარდა უვიზო რეჟიმის შეჩერებისა - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ურმას პაეტი ამბობს, რომ თუ "ოცნება" ევროკავშირის პირობებს არ შეასრულებს, მაშინ გაერთინანებას სხვა გზა არ დარჩება, გარდა ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შეჩერებისა.

პაეტმა ასევე არ გამორიცხა, რომ EU-მ პერსონალური სანქციები დაუწესოს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია.

აქ ორი საკითხია მთავარი. ერთია, უვიზო რეჟიმის თავისუფლების აკრძალვა ზოგადად და მეორე სანქციები კონკრეტული პერსონების ან ჯგუფების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია. და კიდევ ერთი საკითხია იურიდიული საფუძველი მთლიანად უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებთ, რომელიც ეხება ყველას, მოქალაქეებსაც კი.

თუ ქვეყანა ამ ვალდებულებებს და შეთანხმებულ პირობებს არ ასრულებს, მაშინ სხვა გზა აღარ რჩება გარდა იმისა, რომ შეჩერდეს უვიზო რეჟიმი ამ ქვეყნისთვის. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება", - ამბობს ურმას პაეტი.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო გამკაცრდა. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მზადდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების ერთ ნაწილს შესაძლოა ევროკავშირში შესასვლელად სავიზო რეჟიმი დაუწესდეს

მსგავსი სიახლეები