"ძლიერი საქართველოს" სარჩელი - ჩოკორაიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენება შეუძლია
ოპოზიციის აკრძალვის გადაწყვეტილებას "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს - კონსტიტუციონალისტები განმარტავენ პროცედურულად რა შეიძლება გააკეთოს ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლომ.
კოტე ჩოკორაიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენება შეუძლია.
კონსტიტუციონალისტი "პირველებთან" ამბობს, როომ საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს, ერთის მხრივ კანონის შეჩერებაზე, და თუ არ შეაჩერა, მინიმუმ ამ კანონის განხილვა უნდა დაასრულოს და მას შემდეგ უკვე იმსჯელოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
ფორმალურად შესაძლებელია, რომ ეს გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყევტილება. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი, ანუ, მანამ სანამ გადაწყვიტავს დავას, მანამდე აქტის მოქმედება შეაჩეროს. წესით და რიგით, საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს, ერთის მხრივ კანონის შეჩერებაზე, დაუყოვნებლივ. თუ არ შეაჩერა, მინიმუმ ამ კანონის განხილვა უნდა დაასრულოს და მას შემდეგ უკვე იმსჯელოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. სასამართლოს დამოუკიდებლობის დიდი იმედი არ მაქვს. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს სამართლებრივი საკითხები არ იყოს გათავლისწინებული, თუმცა სამართლებრივად სწორი იქნება, სასამართლომ ჯერ იმსჯელოს ამ ორგანული კანონის შეჩერებაზე და გაუქმების საკითხზე და მერე განიხილოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობა", - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.