"არავისთან შეერთებას არ ვაპირებთ, ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვექნება" - კოალიცია "ცვლილებისთვის" "ძლიერი საქართველოს" სარჩელზე
კოალიცია "ცვლილებისთვის" "ძლიერი საქართველოს" სარჩელს არ შეურთდება. საქმე ეხება დღევანდელ განცხადებას, რის მიხედვითაც ოპოზიციის აკრძალვის გადაწყვეტილებას "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვექნება" - ეუბნება" პირველებს" თენგო თევზაძე.
კობახიძე არის ჭკუიდან გადასული და არ გამიკვირდება რაც არ უნდა ჩაიდინოს. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ამიტომ ველოდებით მათ სარჩელს და ამ სარჩელის მერე ჩვენ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც გადავდგამთ და შემდეგ, თუ საჭირო იქნება, მოვიქცევით ისე, როგორც ქვეყნის კონსტიტუცია გვეუბნება. საფუძველი არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსმ რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, ვინაიდან საქართველსო კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს იმ პირობებს, თუ რა პირობებში შეიძლება პარტიები აიკრძალოს. არცერთი ეს პირობა არ არსებობს. ჩვენ არავისთან შეერთებას არ ვაპირებთ, მათ შორის სარჩელის ნაწილში, ჩვენ ჩვენი სტრატეგია გვექნება"- ამბობს თენგო თევზაძე.