გადალაგება რუსულ ფლანგზე - რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი მოხსნეს

25.10.25 21:56
გადალაგება რუსულ ფლანგზე - რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი მოხსნეს

 

რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე პოსტიდან მოხსნეს.  "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციაში, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის გამოწვევის შესახებ ნოტა, მაკა ბოჭორიშვილმა 2025 წლის 25 სექტემბერს გააგზავნა

ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური გამოცდილების არმქონე მერკვილაძე მისიის ხელმძღვანელად გამოცდილი დიპლომატის, გიორგი ქაჯაიას გადაყენების შემდეგ, 2024 წლის 9 მარტს დანიშნა. ინფორმირებული ადამიანი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ მამუკა მერკვილაძის მთავარი რეკომენდატორი გრიგოლ ლილუაშვილი იყო

მერკვილაძის ლილუაშვილთან კავშირი "ქართუ ჯგუფიდან" იწყება. სანამ დიპლომატიურ მისიას ანდობდნენ, ანდეს მაღალი თანამდებობა საქართველოს რკინიგზაში. 

  • 2018 წლის 17 აგვისტოში "რეილვეი ინვესტმენტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, მამუკა მერკვილაძემ რუსული კომპანიას 800-მდე რკინიგზის ვაგონი ოკუპანტ ქვეყანას  მიაქირავა. საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ  რუსეთისთვის მიქირავებული ვაგონების ფედერაციის ტერიტორიაზე გაფუჭების შემთხვევაში ვაგონები იქვე შეეკეთებინათ და ფული ქართული სახელმწიფო კომპანიის ანგარიშიდან გადარიცხულიყო. 

2022 წლის 7 ივლისს კი საქართველოს რკინიგზამ სამგორში, სადგურის მიმდებარედ 10 ათას 245 კვადრატული მეტრი ტერიტორია, 6437 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა ნაგებობებით, 6 მილიონ 582 ლარად  მამუკა მერკვილაძის კომპანიას მიჰყიდა. 

  • დოკუმენტების მიხედვით, კომპანია "სამგორი მოლმა" საქართველოს რკინიგზის კუთვნილი ქონება მას შემდეგ იყიდა, რაც კომპანიის წილები მამუკა მერკვილაძის და მისი გარემოცვის სახელზე გადავიდა. 
  •  მერკვილაძემ ბიზნეს პარტნიორებთან ერთად კომპანია სამგორი მოლის 60 პროცენტიანი წილი 2022 წლის 10 ივნისს იყიდა. 2022 წლის 16 ივნისს კი საქართველოს რკინიგზამ სამგორში მდებარე  10 ათას კვადრატულ მეტრ მიწის  ნაკვეთი და მასზე განთავსებული  შენობა ნაგებობები გასაყიდად აუქციონზე გამოიტანა. მიწის ყიდვის ერთადერთი მსურველი მერკვილაძის კომპანია იყო. 
  • ამ ნასყიდობის ხელშეკრულებას წესით საქართველოს რკინიგზის  ხელმძღვანელის ხელმოწერა უნდა ჰქონდეს, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გასხვისება საკუთარ თავზე მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აიღო. კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელი დაჩი ცაგურიას ხელი  იმიტომ მოაწერინეს, რომ ფერაძე-მერკვილაძის კავშირები არ გამოაშკარავებულიყო.  ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ  "სამგორი მოლს " მიწის მიყიდვისას ჩაუდო, სამგზავრო ბაქანის და 210 კვადრატული მეტრი ფართის  მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოწყობა იყო.  ტერიტორიაზე, რომელიც საბაზროზე ბევრად იაფად გაიყიდა, მერკვილაძემ დიდი ბიზნესი დაიწყო. სავაჭრო ცენტრი, აფთიაქები, ტექნიკის მაღაზიები - მხოლოდ იჯარიდან მიღებული შემოსავლები ასიათასობით ლარს აღწევს.

მერკვილაძემ დიდძალი ქონების მოგროვება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეძლო.  მერკვილაძე მხოლოდ საქართველოში 30 კომპანიის მეწილეა. ამ კომპანიების 90 პროცენტი ივანიშვილის პარტიის ხელისუფლების პერიოდში დააფუძნა.  

მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი


 

მსგავსი სიახლეები