ფონიჭალის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად 21 ნოემბერს დაგეგმილი შაბათის მარში არ გაიმართება
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 21 ნოემბერს დაგეგმილი ყოველკვირეული „შაბათის მარში“ არ გაიმართება.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.