ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სასამართლოს “სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“

20.11.26 17:03
ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სასამართლოს “სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“

 

 

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს იმედი აქვს, რომ ქართული მართლმსაჯულება სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავას სტრასბურგში გააგრძელებენ.

ამის შესახებ ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მგონია, რომ მიიღებენ, მოუწევთ [სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება]- უთხრა მან “პირველების“ ჟურნალისტს. 

თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ გაირკვევა ისიც, “ვინ გაწირა ღარიბაშვილი.“

სიმართლე გაიმარჯვებს, - ამბობს ის. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე, ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ღარიბაშვილია არ ესწრება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაცვის მხარეს სხდომების გახსნის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.

ღარიბშვილს ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ  ქრთამი ირაკლი ღარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

 

 

მსგავსი სიახლეები