28 ნოემბერი ყველასია, თუმცა მთავარია ერთიანი ძალა გამოვაჩინოთ იქ, სადაც პროტესტის კერაა, პარლამენტთან - ზურაბიშვილი
28 ნოემბერი ყველასია. მთავარია ერთიანი ძალა გამოვაჩინოთ იქ, სადაც პროტესტის კერაა - პარლამენტთან, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
ზურაბიშვილი საზოგადოებას 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
28 ნოემბერი ყველასია და ცალცალკე ლოკაციაზე გასვლა ყველას შეუძლია, თუმცა მთავარია ერთიანი ძალა გამოვაჩინოთ იქ სადაც პროტესტის კერაა - პარლამენტთან- და სადაც ვიზეიმებთ უთუოდ ძალიან მალე გამარჯვებას!
28-ში ყველა ერთად, - წერს ზურაბიშვილი.
28 ნოემბერს ორი წელი ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირთან ურთიერთობების 2028 წლის ბოლომდე დაპაუზების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს, თბილისში, საპროტესტო აქციაა დაანონსებული.