რატომ დატოვეს ღარიბაშვილი გარეთ (შეფასებები)

27.10.25 11:22
რატომ დატოვეს ღარიბაშვილი გარეთ (შეფასებები)

რატომ დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილი გარეთ - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი გარეთ მხოლოდ  იმისთვისაა დატოვებული, რამ თანხების მობილიზაცია გააკეთოს და ივანიშვილთან მატერიალური და ფინანსური ანგარიშები გაასწოროს.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არა კორუფციასთან ბრძოლის მაგალითია, არამედ გარკვეული სიმულაცია, რომელიც სინამდვილეში ერთი ადამიანის მიმართ ბრძოლაა.

საკითხი არ არის კორუფციასთან ბრძოლის, ეს არის გარკვეული სიმულაცია, რომელსაც, ერთის მხრივ გვაჩვენებენ, რომ თითქოს არის კორუფციასთან ბრძოლა, თუმცა სინამდვილეში ეს არის ერთი ადამიანის მიმართ, რომელმაც მათი წესები დაარღვია, მასთან ანგარიშსწორება იმისთვის, რომ გაასწოროს ფინანსური ანგარიშები იმ საერთო ობშიაკთან, რომელიც ამ პარტიას გააჩნია. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ შეაშინონ ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა. ის არის გარეთ დატოვებული, რათა თანხების მობილიზაცია გააკეთოს, მიიტანოს და გაასწოროს მატერიალური და ფინანსური ანგარიშები ივანიშვილთან, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს არმაზ ახვლედიანს. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია “რეჟიმის გასტუმრება მოხდეს“, რათა შემდეგ არავის ასცდეს პასუხისმგებლობა.

ვიდრე რეჟიმი ბოგინობს საქართველოში, ოდნავ მაინც მოლოდინი იმის, რომ ამათი უწყებები საგამოძიებო, ჯიბის პროკურატურა და მერე ამათი ჯიბის სასამართლო რამეს ობიექტურად გამოიძიებს და დაადგენს, არ უნდა გვქონდეს არცერთი წამით, ახლა მიმაჩნია, რომ ჩვენ ფოკუსი უნდა გავაკეთოთ მთავარზე, რომ შევძლოთ რეჟიმის გასტუმრება, მერე გამოძიებაც მოჰყვება ამას და ვფიქრობ, რომ არავის უნდა ასცდეს პასუხისმგებლობა დანაშაულებების გამო, - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

კორუფციის მკვლევრები ამბობენ, რომ ირაკლი ღრიბაშვილი მარტო ამხელა სქემას ვერ შეეჭიდებოდა და ამ საქმეში მაშინდელი პრემიერის ახლო გარემოცვის წევრებიც იქნებოდნენ ჩართულნი.

მსგავსი კორუფციული სქემები “ოცნების“ დროს ხშირი იყო, ღარიბაშვილის დრსო განსაკუთრებით. არ დაგვავიწყდეს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ღარიბაშვილის მოადგილე იყო, როცა ის თავდაცვის მინისტრად მობრუნდა. შესაბსამისად, ეს დალაგებული სქემა დაიტოვა მან. არანაირი კითხვები არ არის, გარდა იმის, რატომ არ მოეკითხა ამაზე პასუხი ღარიბაშვილს, რადგან იქ სიძე პირდაპირ ამბობს, რომ ღარიბაშვილთან შეათანხმა ბურჭულაძემ და ეჭვი არ შეგევპაროს, რომ ეს ასეა, რადგან მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი პრემიერად გადაიყვანეს, ბურჭულაძე თავის ადგილას დატოვა. ის უბრალოდ ადგილის დამკავებელი იყო და მეტია რაფერი, - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

ცნობისთვის, “შაბათის“ გამოძიებელმა ჟურნალიტებმა გასააჯაროვეს სუს-ის  მასალები, სადაც ბიზნესმენ ტუკვაძის ჩვენება დევს.

ის ამბობს, რომ ქრთამს მინისტრს შუამავლის საშუალებით უგზავნიდა და ეს იცოდა ღარიბაშვილმაც.

მსგავსი სიახლეები