სააკაშვილის დალუქული ტელეფონიდან მასალის გაცემით ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა - ადვოკატი

22.10.21 19:34
სააკაშვილის დალუქული ტელეფონიდან მასალის გაცემით ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა - ადვოკატი

,,ღიმილის მომგვრელია პროკურატურის განცხადება, რომ ჩვენ გადავეცით ტელეკომპანია ,,იმედს" სააკაშვილის ვიდეო და საქმის მასალები - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, პროკურატურის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული და სააკაშვილის დალუქული ტელეფონიდან, რომელიც წესით, ექსპერტიზაზე უნდა ყოფილიყო გადაგზავნილი,  ვიდეომასალა ტელეკომპანია ,,იმედს" თავად გადასცა. ახლა კი შოთაძის უწყება ხელს საქართველოს მესამემ პრეზიდენტის ადვოკატებისკენ იშვერს.

 ხელისუფლებამ ამ გადაცემით ჩაიდინა დანაშაული. რადგან დალუქული ტელეფონიდან მოხდა მასალების გადაცემა, როგორც თავად ტელეკომპანია ,,იმედი" ამბობს.

ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, საიდან არის ეს მასალა, ან რა მასალაზეა საუბარი, მაგრამ ტელეკომპანია ,,იმედი" გვიმტკიცებს, რომ ეს არის თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაღებული საკუთარი ტელეფონით, რომელიც წესით, უნდა ყოფილიყო დალუქული და გადაგზავნილი ექსპერტიზაზე.

რა მასალებიც ჩვენ პროკურატურამ გადმოგვცა, იქ აღნიშნული მასალა, რაც ,,იმედის" ეთერში გავიდა, არ არის - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქმის მასალები, მათ შორის ნივთმტკიცება და ვიდეო მასალა,  უწყებამ სააკაშვილის ადვოკატებს გადასცა.