პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონს ისევ ვერ ხსნის

28.10.25 15:43
პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონს ისევ ვერ ხსნის

 როგორიც არის პოლიტიკური დაკვეთა, ისეთ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და პროკურატურა - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კონდახაშვილის თქმით, სხდომაზე პროკურატურამ დამატებითი დრო მოითხოვა, მიზეზად კი სახელმწიფო ბრალდბამ ის დაასახელა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ იმისთვის, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს.

კერძოდ, ადვოკატის თქმით, პროკურატურა ატარებს ხაბეიშილის მიერ გაკეთებული ინტერვიუების ექსპერტიზას. ასევე ცნობილი ხდება, რომ ენმ-ს ლიდერის ტელეფონი ბრალდების მხარეს ისევ არ გაუხსნია.

„ლევანთან მიმართებით, სასამართლომ გააგრძელა პატიმრობა, სახეზეა შერჩევითი სამართალი. ერთის მხრივ მილიონობით კორუფციულ ბრალდებაში  ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაოს სანაცვლოდ ტოვებენ თავისუფლებაზე, ლევან ხაბეიშვილთან მიმართებაში კი, სადაც საჯაროდ ქრთამის შეთავაზებაა, რაც ბუნებაში არ არსებობს, აქ იყენებენ უალტერნატივო პატიმრობას. 

პროკურატურამ დამატებითი დრო მოითხოვა, ვინაიდან მათი განმარტებით არ აქვთ შეგროვებული საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ არსებითი განხილვა დაიწყოს.

საუბარია, რომ ისინი ატარებენ ლევანის მიერ გაკეთებული ინტერვიუების ექსპერტიზას, რომ ლევანი არის ნამდვილად, ლევანის ხმა არის. ღიმილის მომგვრელია... ასევე საუბარია, რომ ტელეფონიდან უნდა ამოვიღოთ ინფორმაციაო.

ალბათ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ მიაჩნიათ საჭიროდ რომ არსებითი განხილვა დაიწყოს.

საქმეში დევს მხოლდო ლევანი საჯარო ინტერვიუები და გამოსვლები, სადაც ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ეს ნამდვილად ლევანის მიერ გაკეთებული განცხადებებია და ასევე არ უარვყოფთ, რომ მის მიერ იქნა საჯაროდ შეთავაზებული ჯილდო ძალოვანი თანამშრომლებიც მიმართ. ბრალდება ორივე შემთხვევაში აბსურდულია. ექსპერტიზა ასევე უტარდება სოციალურ სივრცეში გაკეთებულ განცხადებებსაც, ხმით ჩანაწერებიო და ამაზე მუშაობს პროკურატურა, თუმცა ეს არის საბაბი, რომ კიდევ  ერთი თვით გადაიწიოს სასამართლო სხდომა ,- აღნიშნა კონდახიშვილმა.

13 სექტემბერს პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი არ გახსნილა და არც ექსპერტიზა ჩატარებულა. მისი თქმით, შესაძლოა, აპარატის დაცვის სისტემის გამო ტელეფონის გახსნა საერთოდ ვერ მოხდეს.  

  • მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლევან ხაბეიშვილი ტელეფონის გახსნა ვერ ხერხდება, სიმართლეს არ  შეესაბამება. 
  • სახელმწიფო ბრალდება ირწმუნებოდა, რომ პროკურორის განცხადება არასწორად იქნა ინტერპრირებული. მათი განმარტებით, ბრალდების მხარემ მხოლოდ ის თქვა, რომ „IPhone“-ს მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას.

მსგავსი სიახლეები