მოსამართლე ნანა შამათავამ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ნანა შამათავამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა - როგორც სასამართლო სხდომიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, შამათავამ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.
დაკავებული ოპოზიციონერის შემდეგი პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა.
პატიმრობის ძალაში დატოვებას სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
ნახეთ, რა განცხადებები გააკეთა დღეს ლევან ხაბეიშვილმა პროცესზე.
- 15 მილიონი ამოიღეს ღარიბაშვილის სახლიდან და კაცი გარეთ გაუშვით - ხაბეიშვილი
- პირველი განცხადება ორთვიანი იზოლაციის შემდეგ - ლევან ხაბეიშვილი 4 ოქტომბერზე საუბრობს
- როცა ვამბობდი, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია, ლილუაშვილს "ქოლცენტრები" აქვს, ფარცხალაძე კი კრიმინალია, მასხარას მეძახდით - ხაბეიშვილი
- მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე გესმით? - ხაბეიშვილი