რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, არის რუსების მიერ შეთხზული მათი კოლონიის ისტორია - ელენე ხოშტარია

28.10.25 17:05
რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, არის რუსების მიერ შეთხზული მათი კოლონიის ისტორია - ელენე ხოშტარია

რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, არის რუსების მიერ შეთხზული მათი კოლონიის ისტორია - ასე ეხმაურება "დროას" დაკავებული ლიდერი, ელენე ხოშტარია "ოცნების" შარჩელს პარტიებსი აკრძალვასთან დაკავშირებით.

ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ პარტიების აკრძალვას კანონიერებასთან არაფერი საერთო არ აქვს.

ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება - წერს ელენე ხოშტარია. 

ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად  ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება. დღეს რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, როგორც გადაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორია, არის რუსების მიერ შეთხზული და მოგონილი მათი კოლონიის ისტორია. 
საქართველო რუსეთის კოლონია არასდროს, არასდროს გახდება. ხოლო ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება!
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
28/10/2025

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“  საკონსტიტუციო სარჩელით "დროას", "ფედერალისტების" "გირჩი-მეტი თავისუფლების" "გირჩის", "გახარია - საქართველოსთვის" "სტრატეგია აღმაშენებელის", ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" აკრძალვას არ ითხოვს.

  • შალვა პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული პარტიების აკრძალვის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ იკვეთება. მისივე თქმით, საკითხი დღის წესრიგში შესაძლოა, დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პარტიები პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები