"ოცნების" გეგმით, გახარიას პარტია არ იკრძალება - რას ამბობენ ექს-პრემიერის გუნდში
"ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელით, გიორგი გახარიას პარტია არ იკრძალება - დღეს პარლამენტში მყოფ ექს-პრემიერის გუნდის წევრს, გიორგი შარაშიძეს "პირველების" ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ შედგა "ოცნებასთან" გარიგება და პარლამენტში შესვლსი სანაცვლოდ ხომ არ თქვა ივანიშვილის გუნდმა გახარიის პარტიის აკრძალვაზე უარი.
შარაშიძემ ამ შეკითხვას "ნაციონალურ მოძრაობაზე" აქცენტის გადატანით უპასუხა:
"ამას დრო აჩვენებს . დრო აჩვენებს ეს საკონსტიტუციო და პარტიების აკრძალვის კამპანია სინამდვილეში შემდგომი კიდევ ერთი მორიგი „ფეიქ“ კამპანია ხომ არ არის „ქართულ ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის?... ამას იმიტომ ვამბობთ, რომ "ნაცმოძრაობა" არის მთავარი ფაქტორი "ოცნების" მე-13 წელს ხელისუფლებაში ყოფნის.
საერთოდ გაუგებარი რამაა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა. რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციურია. როდესაც გსურს, პოლიტიკური პარტია დაამარცხო - ის პირველ რიგში, უნდა დაამარცხო არჩევნების გზით"- განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ივანიშვილის პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.
"დროას", "ფედერალისტების" "გირჩი-მეტი თავისუფლების" "გირჩის", "გახარია - საქართველოსთვის" "სტრატეგია აღმაშენებელის", ალტ-ინფოს", "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" აკრძალვას კი "ოცცნება" საკონსტიტუციო სარჩელით არ ითხოვს.