ეუთო/ოდირი "ოცნების" პროტესტის შემზღუდავ კანონებზე შეფასებას გამოაქვეყნებს
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირი "ქართული ოცნების" პროტესტის შემზღუდავ კანონებზე სამართლებრივ მიმოხილვას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს.
ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, ეუთო/ოდირი მალე გამოაქვეყნებს საქართველოში ბოლო დროს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე მოქმედი საკანონმდებლო ცვლილებების სამართლებრივ მიმოხილვას.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაგრძელებთ ჩვენს დახმარებას საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების საკითხში," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, რამდენიმე დღის წინ, "TV პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მან აქციების შემზღუდავი კანონი, შეფასებისთვის ეუთო/ოდირს გაუგზავნა.