კალაძე ირაკლი ქარსელაძის დაკავებას არ გამორიცხავს

31.10.25 16:48
კალაძე ირაკლი ქარსელაძის დაკავებას არ გამორიცხავს

კახა კალაძე ირაკლი ქარსელაძის დაკავებას არ გამორიცხავს - დღეს "პირველებმა" თბილისის მერს ჰკითხა, ელოდება თუ არა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის დაკავებასაც, რაზეც კალაძემ ასეთი პასუხი გასცა: 

ნუ ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიებაზე. შესაბამისად, წინასწარ მე შესაბამისი განმარტების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით გამიჭირდება. ფაქტი ძალიან მძიმეა, ცუდია და საწყენია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ყოფილ თანაგუნდელებს", - ამბობს კალაძე. 

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა -  ამის შესახებ გუშინ განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა.

საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. ირკვევა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე ჩატარდა. 

 

მსგავსი სიახლეები