„ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, არასწორი გამონათქვამია, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს - ჭყონია

31.10.25 17:26
 „ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, არასწორი გამონათქვამია, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს - ჭყონია

 

 

„ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია - ასე პასუხობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის" ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ "კორუფცია, შესაძლოა, არის, თუმცა ამას ბიზნესი ფართოდ ვერ გრძნობს".

როდესაც სკოლები არ რემონტდება, არ შენდება, გზები არ შენდება, უხარისხოა - ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? - ამბობს ჭყონია.

მისი თქმით, ასეთი მასტაბის კორუფციაზე, საქართველში ამ დრომდე არაფერი სმენია - "ამდენ ადამიანს ვიცნობ ვისაც ხელი წაუცდება, მაგრამ თუ ამ დონის კორუფცია იყო, ასეთი თანხების, ვერც წარმომედგინა"

ბიზნესში შენ შეიძლება ვერ გრძნობ კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია. კორუფცია არის ქვეყნის ავადმყოფობა და თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს. ამ მასშტაბის კორუფცია, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, არ ვიცი, რამდენი წელიწადია საქართველოში ვარ, ამდენ ადამიანს ვიცნობ ვისაც ხელი წაუცდება, მაგრამ თუ ამ დონის კორუფცია იყო, ასეთი თანხების, ვერც წარმომედგინა და ეს თანხები თუ არსებობდა საქართველოში, ესეც არ ვიცოდი.

 როდესაც სკოლები არ რემონტდება, არ შენდება, გზები არ შენდება, უხარისხოა - ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? გზებზე მილიონებია დახარჯული, მიდიხარ და მანქანები „ხტუნაობით“ დარბიან, ეს შეიძლება? ბავშვები ვერ სწავლობენ იმის გამო, რომ სკოლა არ აშენდა თავის დროზე. ამას წინათ, რაღაც სკოლა აჩვენეს, ისეთი ფასადი ჰქონდა და ისეთი სიბინძურე იყო“.... განაცხადა თემურ ჭყონია.

მსგავსი სიახლეები