ირაკლი ქარსელაძის სახლთან უსაფრთხოების წესები გაამკაცრეს

01.11.25 11:03
ირაკლი ქარსელაძის სახლთან უსაფრთხოების წესები გაამკაცრეს

ირაკლი ქარსელაძის სახლთან უსაფრთხოების წესები გაამკაცრეს - ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის საცხოვრებელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია და ჟურნალისტებს მიახლოება აკრძალული აქვთ.

სად არის ღარიბაშვილის მთავრობის ექს მაღლაჩინოსანი და ემზადებიან თუ არა მისთვის ბრალის წარსადგენად - ეს არის კითხვა, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

პარალელურად კი სასამართლო პროცესს ელოდება ქარსელაძის მოადგილე, დაკავებული კობა გაბუნია.  ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. 

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა -  ამის შესახებ  განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2 დღის წინ გაკეთდა.

საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. ირკვევა, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე ჩატარდა. 

მსგავსი სიახლეები