"სხვაზე ბრალის გადატანას არ აპირებს" - "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

01.11.25 13:06
"სხვაზე ბრალის გადატანას არ აპირებს" - "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დაკავებული ინფრასტრუქტურის მინისტრის ექს მოადგილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს - კობა გაბუნიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 14:30 საათზე ჩაინიშნა.

"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ. როგორც უფლებადამცველი, გოჩა კვირიკაშვილი "პირველებს" ეუბნება, საქმე მოცულობითია და 99 თავისგან შედგება.

რაც შეეხება თავად დაკავებულის პოზიციას, ადვოკატი ამბობს, რომ კობა გაბუნია "ბრალის სხვაზე გადატანას არ აპირებს" და არ აპირებს ხელი ყოფილ მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს დაადოს. 

ბრალდებულს არ ედავებიან რაიმე მატერიალურ გამორჩენას ან მიღებას. აქ არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ვნახოთ, ეს განზრახი ბრალია თუ რა არის, ამაზე მტკიცებულებებსი შესწავლის შემდეგ გვექნება პოზიცია. არაფერს არ ამბობს, არის როგორც გუშინ გითხარით, გაურკვეველ მდგომარეობაში და უნდა საქმის მასალების  ნახვა, რომელიც 99 თავია წარმოგიდგენიათ ამის გაცნობა? ამიტომ ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვერ გეტყვით, უნდა შევიდეთ, ვნახოთ, ვმუშაობთ, ამაზე ვართ გადართული. ის ბრალის სხვაზე გადატანას არ აპირებს და არც ყოფილა ასეთი რამ, რაც არ ყოფილა, იმაზე როგორ მივცე ჩვენებაო", - ამბობს ადვოკატი გოჩა კვირიკაშვილი .

საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.

აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც. 

საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. საგამოძიებო წუყების ინფრომაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა. 

 

მსგავსი სიახლეები