შიმშილობის 24-ე დღე - კონსილიუმის წევრი იუსტიციის მინისტრს ტყუილში ამხელს

24.10.21 11:03
შიმშილობის 24-ე დღე - კონსილიუმის წევრი იუსტიციის მინისტრს ტყუილში ამხელს

მიხეილ საკააშვილის საჭიროების მიხედვით,  სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კონსილუმი შეთანხმდა.  ექიმი იუსტიციის მინისტრს ტყუილში ამხელს. სამედიცინო კონსილიუმის წევრი ზურაბ ფაღავა "პირველებთან" ადასტურებს, რომ კონსილიუმზე ნამდვილად  განიხილებოდა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რაზეც თანხმობა ყველა ექიმისგან იყო.  ფაღავას თქმით, გუშინდელ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე არ ესწრებოდა.

დავწერეთ რომ არის მრავალპროფილური კლინიკა, სხვადასხვა პროფილის ექიმები,უფრო მეტად ჩნდება ისეთი სიმპტომები, რომელიც  შემაშფოთებელია და საჭიროებს ჩარევას უფრო აქტიურს, ვიდრე ადრე.

კიდევ ერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ საჭიროების შემთხვევაში და რაღაც პარამეტრების შემთხვევაში, ის საჭიროებს აუცილებლად ჰოსპიტალიზაციას", - ამბობს ზურაბ ფაღავა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი მაღალი კლასის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ექიმის ამ განცხადებას იუსტიციის მინისტრის განცხადება მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ  მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი სიცრუეა.