ითხოვდნენ თუ არა კობა გაბუნიასგან ჩვენებას ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ?

01.11.25 17:22
ითხოვდნენ თუ არა კობა გაბუნიასგან ჩვენებას ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ?

ითხოვდა თუ არა გამოძიება ჩვენებას დაკავებული ინფრასტრუქტურის მინისტრის ექს მოადგილისგან გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას? - "პირველების" ინფორმაციით ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე და ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, კობა გაბუნია გამოძიებასთან თანამშრომლობს, ამიტომაც აღნიშნული კითხვები დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ "ტვ პირველმა" საქმის პროკურორს, დავით კაპანაძეს დაუსვა.

კაპანაძე ირწმუნება, რომ კობა გაბუნიას გამოძიებასთან არ უთანამშრომლია. პროკურორი ასევე ამტკიცებს, რომ გვარაკიძის უწყებას ვინმეს დასახელება არ მოითხოვია ყოფილი მაღალჩინოსნისგან.

ჩვენი მხრიდან კონკრეტული სახელები და გვარები არ გაჟრერებულა - ამბობს დავით კაპანაძე. 

ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. გამოძიება არაფერს არ ითხოვს, შედეგი დგება კონკრეტული მტკიცებულებების შეფასებისას. არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ გაჟღერებულა ჩვენი მხირდან კონკრეტული სახელები და გვარები. რა თქმა უნდა ლოგიკური კითხვა ჩნდება, მათ შორის საგამოძიებო სამსახურს აქვს ინტერესი, რომ სრულყოფილად იქნას მოცემული საქმის გამოძიება. 

ბრალდებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, გამოძიებას აქვს კონკრეტული გეგმა, რომელზე დღეის მდგომარეობით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვეტყვი და შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამ საქმეზე არაერთი პირი ქინა მიცემული პასუხისგებაში", ამბობს პროკურორი. 

"პირველებმა" კაპანაძეს ასევე ჰკითა, რატომ გახდა ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა ირაკლი ქარსელაძის სახლში და რა ამოიღეს ყოფილი მინისტრის სახლიდან?

ჩრეკა დაიგეგმა მას შემდეგ, რაც მტკიცებულებები იქნა შეფასებული და არა მარტო ირაკლი ქარსელაძის, არამედ სხვა პირთა მისამართებზეც ჩატარდა ჩხრეკა. (რა მტკიცებულებები შეფასდა?) ეს არის გამოძიების მიზანი, რომელზეც დღეს ვერ ვისაუბრებ", - ამბობს პროკურორი.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, კობა გაბუნია პატიმრობაში გაუშვა.

  • გამოძიება კობა გაბუნიას ბაღების და სკოლების მშენებლობებისთვის განკუთვნილი მილიონების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.

აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც. 

საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. საგამოძიებო წუყების ინფრომაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა. 

 

მსგავსი სიახლეები