"ბრალდების გადატანა უნდათ სხვებზე" - კობა გაბუნიას ადვოკატი
არის განთქმა მოწმეთა ჩვენებების, რომლებმაც ამის სანაცვლოდ თავისუფლება მოიპოვეს და თქვეს, რომ თითქოს კობა გაბუნიამ რაღაც დავალებები გასცა, მაგრამ ასეთი მტკიცებულება საქმეში არ დევს - ამის შესახებ დაკავებული ინფრასტრუქტურის მინისტრის ექს მოადგილის ადვოკატმა, გოჩა კვირიკაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უფლებადამცველი ირწმუნება, რომ გაბუნია, რომელიც სუს-ის ექს შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წერვია, თავისი თანამდებების ფარგლებში მოქმედებდა.
"ბრალდების გადატანა უნდათ სხვებზე, ასეთ ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია, თავისი თანამდებების ფარგლებში მოქმედებდა" - ამბობს ადვოკატი.
კობა გაბუნიასთვის წარდგენილი ბრალდებიდან გამოიკეთა ის, რომ არის განთქმითი ჩვენებები, ასახელებენ თითქოს და კობა გაბუნია დავალებას აძლევდა, ავანსებთან დაკავშირებით ფონდის ხელმძღვანელობას. გარდა ამისა, ის პირები, რომელთა მიმართაც უკვე გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, გარეთ არიან, უმრავლესობა. ამიტომ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თავისუფლების სანაცვლოდ მათ მისცეს ისეთი ჩვენება, რომ დღეს გამოიყენეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ბრალდების მხარემ განმარტა, ამ პატიმრობით, მოტივები უნდა დავადგინოთო. თუ მოტივი არ გაქვს დადგენილი, თუ რა ამოძრავებდა ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა აბსურდად მიგვაჩნდა.
არის განთქმა მოწმეთა ჩვენებების, რომლებმაც ამის სანაცვლოდ თავისუფლება მოიპოვეს და თქვეს, რომ თითქოს კობა გაბუნიამ რაღაც დავალებები გასცა. მაგრამ ასეთი მტკიცებულება საქმეში არ დევს. ბრალდების გადატანა უნდათ სხვებზე, ასეთ ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია, თავისი თანამდებების ფარგლებში მოქმედებდა",- განაცხადა გოჩა კვირიკაშვილმა.
გაბუნიას კიდევ ერთი ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებულ მაღალჩნოსანს უკანონო დავალება არც ირაკლი ღარიბაშვილისგან და არც მისი უფროსის, ირაკლი ქარსელაძისგან არ მიუღია. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ყველაფეში ფონდია პასუხისმგებელი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, კობა გაბუნია პატიმრობაში გაუშვა.
- გამოძიება კობა გაბუნიას ბაღების და სკოლების მშენებლობებისთვის განკუთვნილი მილიონების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა.
აღნიშნული მუხლი 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 332-ე მუხლის მეორე ნაწილი ასევე ითვალისწინებს ჯარიმასაც.
საქმე საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონების საქმეს ეხება. საგამოძიებო წუყების ინფრომაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩხრეკა სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც ჩატარდა.
- ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია 2 დღის წინ დააკავეს.