გააუქმა საქართველოს კონსტიტუცია, ადგილობრივი მმართველობა - ნაყოფია ღარიბაშვილს პასუხობს
სენაკის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი, კობა ნაყოფია ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და ამბობს, რომ პრემიერის განცხადება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ კობა ნაყოფიამ ტვ პირველის "დღის ამბებში" ისაუბრა.
მე როცა მითხრეს, ჩამოდის ღარიბაშვილიო გავიხუმრე, ხვალ ჩამოდის ჩემს სალანძღავადთქო. ყველაფრიდან ამოვარდნილი რაც თქვა, გააუქმა საქართველოს კონსტიტუცია, გააუქმა ადგილობრივი მმართველობა, როგორც ინსტიტუცი, პრაქტიკულად თქვა რომ არ არის ეს ქვეყანაში, მან თქვა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ჩვენია, საქართველოს კონსტიტუცია იძახის, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ზუსტად ვიცი ხალხი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ზუსტად ვიცი ხალხის განწყობა და შედეგი, რითიც დამთავრდება, ყველგან მოიგებს ოპოზიციის კანდიდატი", - თქვა კობა ნაყოფიამ.
ღარიბაშვილმა სენაკში 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება, რადგან ცენტრალური ხელისუფლება "ქართული ოცნების" ხელშია.