დაპატიმრებულმა დემონსტრანტმა ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

03.11.25 17:14
დაპატიმრებულმა დემონსტრანტმა ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულმა  ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. აქციების აქტიურ მონაწილეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა - კაცს "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონით ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადა მისმა ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ, ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.