"შავი სამშაბათი ქართული ოცნებისთვის" - რასა იუკნევიჩიენე
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროკომისიას მოუწოდებს "შეაჩეროს "ქართული ოცნება".
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება "რუსეთის პროქსია". გუშინდელი დღე კი შესაძლოა, "შავ სამშაბათად" შეფასდეს.
"ქართული ოცნების" პოლიტიკის კრიტიკის პარალელურად, რასა იუკნევიჩიენე, ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ხაზგასმით ამბობს, რომ "ევროკავშირს საქართველო არ დაუკარგავს".
მე ამ დღეს ვუწოდებდი შავ სამშაბათს. კარგად მახსოვს, როცა ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მე დამნიშნეს საქართველოს შესახებ მთავარ მომხსენებლად. ველოდი, რომ ერთად ვიმუშავებდით პოზიციასთან და ოპოზიციასთან ერთად საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
მიუხედავად კონტინენტზე არსებული ომისა, მდგომარეობა პოზიტიური იყო, რადგან უკრაინამ ეს თავი გახსნა, იქამდე, საერთოდ არ იყო საუბარი შესაძლო წევრობაზე. საქართევლოსთვის ყველა შესაძლო გზა გაიხსნა, ისევე როგორც, მოლდოვასთვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. დღეს, ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, საქართველოში მოვლენები ყველაზე საშინელი სცენარით განვითარდა. ამას 5-10 წლის წინ არავინ წარმოიდგენდა, რადგან საქართველო იყო ლიდერი ქვეყანა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობს ქვეყნებში.
ახლა კი, სომხეთი გახდა წამყვანი ქვეყანაა ევროპული მისწრაფებების კუთხით. ამას ვინ წარმოიდგენდა?! არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ საქართველო დავკარგეთ. ჩვენ ის არ დაგვიკარგავს. ჩემი მესიჯი ქართველებისთვის იქნება, რომ „ქართული ოცნება“ არ შეიცვლება, არ შეცვლიან მათ ქცევას, პოლიტიკას, მათ მიდგომას, ანტიევროპულ მიდგომას. ისინი რუსეთის პროქსს წარმოადგენენ. ასეთი შეფასების შემდეგ, ახლა დროა, რომ ევროკომისიამ, ევროპულმა საბჭომ ზომები მიიღოს და შეაჩეროს ეს რეჟიმი"- თქვა ევროპარლამენტარმა.