თავდასხმა კირკიტაძის შტაბზე - თავდამსხმელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან
დავით კირკიტაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" სამ წევრზე თავდამსხმელები ამ დრომდე თავისუფალი არიან. შტაბის წევრების ინფორმაციით, თავდამსხმელთა შორის იყო ვასილ მახარაძე, რომელიც მათ ჩაუსაფრდა. პოლიციას მახარაძე გამოკითხვაზეც არ დაუბარებია. რუსთავის მერობის ოპოზიციური კანდიდატი, დავით კირკიტაძე, მის ოფისზე მომხდარ თავდასხმას "ქართული ოცნების" მიერ ძალადობის წახალისებას უკავშირებს და ფიქრობს, რომ მოძალადეები ამჯერადაც დაუსჯელები დარჩებიან.
ჩვენს სამუშაო ოფისში მოგვივარდა ეს ხალხი, რომლებიც ძალადობდნენ 2 კვირის წინაც ჩვენს მოქალაქეებზე. ეს ადამიანები გათამამებული არიან დაუსჯელობის სინდრომით, მთლიანად კონტროლირებადი ხალხია "ქართული ოცნების" მიერ. იქ იყვნენ სიპების და აიპების თანამშრომლები, ასევე გამოჩნდა "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრი. ესეთი ძალადობრივი გამოვლინება იყო პირველი ტურის წინაც", - ამბობს დავით კირკიტაძე.
ვასილ მახარაძე ,,ტვ პირველთან" აღიარებს, რომ ის პარტიის ოფისთან თვითონ მივიდა, თუმცა პროვოკაციის მოწყობაში კირკიტაძეს ადანაშაულებს. მახარაძის თქმით, კირკიტაძემ მის მეგობარს წიხლი ჩაარტყა.
ეს ჩემი მიზანი რომ შემეხსენებინა მაგათთვისაც და რუსთაველებისთვის, რომ კრიმინალების თარეში აქ უნდა დამთავრდეს, წავიდნენ ამ ქალაქიდან, დაუჯდნენ თავიანთ მიშიკოს. მე მივედი და გამოვხატე პროტესტი, აღელდა და დამარტყა პირველმა ფეხი", - ამბობს მახარაძე.
დაპირისპირება რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან, გუშინ მოხდა.