"კვერცხა" მოსამართლეს: ახლა უკან რომ წავალთ, აღარ შევაგინო მიქაძეს, კიდე დამიმატებთ?

06.11.25 18:41
"კვერცხა" მოსამართლეს: ახლა უკან რომ წავალთ, აღარ შევაგინო მიქაძეს, კიდე დამიმატებთ?

 

 

ახლა უკან რო წავალთ [ციხეში] აღარ შევაგინო [გიორგი] მიქაძეს? კიდევ დამიმატებთ [სასჯელს]? - ასე მიმართა მოსამართლეს ლევან მოისწრაფიშვილმა.

"კვერცხა" ერთ-ერთია „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული 6 პირიდან, ვისაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. 

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პირები მოსამართლემ  პატიმრობაში გაუშვა. ერთადერთი, ვის მიმართაც საპატიმრო გირაო გამოიყენა, ამავე საქმეზე ბრალდებული ქალია, ის, ვინც გამოძიების მტკიცებით, ციხეში მყოფ პირებს აკავშირებდა "ქურდული სამყაროს" წევრებთან.  სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბადრი ნათობაძემ აღიარა, რომ გიორგი მიქაძეს ტერორს უწყობდა მაგრამ არა ე.წ ქურდების დაკვეთით, არამედ პირადი   მოტივით.