ხოშტარიას პასუხი: დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ

06.11.25 17:05
ხოშტარიას პასუხი: დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ

დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

მისი თქმით, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად მუშაობდა და იმუშავებს. 

ხოშტარია პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც რუსთავის ქალთა ციხეში, ბრეალის წარსადგენად მივლენ. პოლიტიკოსის თქმით, მათთან შეხვედრას არ აპირებს. 

დიახ, “რუსული ოცნების” სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ.

დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები.
წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით. 

პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა.  
ბოლომდე!"- წერს რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში "დროს" ლიდერი. 

გენარალური პროკურატურა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული 300-მდე პოლიტიკური თანამდებობის პირისა, საჯარო მოხელის თუ ბიზნესმენის სანქცირებას ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. 

  • გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღეს ამ მიმართულებით სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გვარი დაასახელა:  ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე.