"რეპრესიები პუტინის ხელწერით" - რა სასჯელს უმზადებს "ოცნება" პოლიტიკურ ლიდერებს

06.11.25 20:11
"რეპრესიები პუტინის ხელწერით" - რა სასჯელს უმზადებს "ოცნება" პოლიტიკურ ლიდერებს

პუტინის ხელწერით შთაგონებული ახალი ბრალი - ასე შეფასდა პროკურატურის გადაწყვეტილება.  საგანგებო ბრიფინგიდან გაირკვა, რომ  ოპოზიციის ლიდერების გასამართლებას, იმის გამო გეგმავენ, რომ მათ "ქართული ოცნების"  მიერ საკუთარი ხალხის დაკავების ცემის, წამების მტკციებულებეი შეაგროვეს და დასავლურ ქვეყნებს  გადაუგზავნეს.  პროკურორი პირდაპირ ამბობს, რომ 2 წლიდან 15 წლამდე ციხეში ოპოზციის ლიდერებს იმის გამო უშვებს, რომ ევრკავშირს,  დიდი ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს სთხოვდნენ, დაეცვათ ხალხი, როემელსაც ერთი წლის წინ "ქართლი ოცნება" წამების ღამეებს უწყობდა. 

რუსთავის მეთორმეტე ციხესთან დღეს გამომძიებლების რიგი დადგა. ოპოზიციის დაპატიმრებულ ლიდერებს ციხეში გააცნეს, ბრალის ახალი დადგენილებები. პოლიტიკური ლიდერების ერთ ნაწილს, საბოტაჟს, მეორე ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან.

რატომ დაინტერესდნენ მაინც და მაინც ახლა ამ საქმეებით  და ვისი ჩვენებები დევს საქმეში? ამ კითხვას პასუხები დღეს ვერ გასცეს.

რეპრესიები პუტინის ხელწერით - გუგა არჩვაძე დეტალებით