სპეცოპერაცია ოპოზიციის გასანადგურებლად - რა ჩაიფიქრა ივანიშვილმა?

06.11.25 20:17
სპეცოპერაცია ოპოზიციის გასანადგურებლად - რა ჩაიფიქრა ივანიშვილმა?

პროკურატურის ბრიფინგიდან ერთ საათში ოპოზიციონერი ლიდერები ბრალის წარსადგენად დაიბარეს. ყველას, ვინც ციხეშია და ვინც ჯერჯერობით გისოსებს მიღმა, ოცნება საბოტაჟს აბრალებს და ახალ სისხლის სამართლებრივ დავას იწყებს. მამუკა ხაზარაძე ბათუმის პროკურატურაში დაიბარეს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი თბილისში გააცნეს, ციხეში მყოფებს საპატიმროებში მიაკითხეს. პარტნიორების ინფორმირება და პოსტები სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ -  ამის გამო 8 ოპოზიციონერ ლიდერს რამდენიმეწლიანი სასჯელი ემუქრება.

თუ ივანიშვილის პარტიის გეგმა შესრულდა ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური პარტიებიც გაქრებიან და მათი ლიდერებიც რამდენიმე წლით ციხეში აღმოჩნდებიან. პროკურატურა პროცესს საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პარალელურად იწყებს. ახალი სისხლის სამართლებრივ საქმეს ძლიერი საქართველოს ლიდერები აღიქვამენ, როგორც დამატებითი არგუმენტის შექმნას ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად. ხაზარაძე-ჯაფარიძე ბრალის წაყენების შემდეგ ამბობენ, რომ ივანიშვილი დიქტატურის საბოლოო გაფორმებისთვის ემზადება.

რამ განაპირობა "ოცნების" ეს ნაბიჯი ახლა - გუშინ ევროკავშირმა ივანიშვილის პარტიას პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა მოთხოვა, პასუხად ახალი საქმის წამოწყება კი გზავნილია, რომ ოპოზიციის და შესაბამისად განსხვავებული აზრის თავისუფლად არსებობას ქვეყანაში ხელისუფლება არ დაუშვებს. ამჯერად გაბრაზებულები დასავლური სანქციების გამო არიან. 

ერთადერთი, ვისაც დაანონსებული რეპრესიების ახალი ტალღა არ შეეხო გიორგი გახარიაა.

სპეცოპერაცია ოპოზიციის გასანადგურებლად - რუსუდან დუმბაძე დეტალებით