ვინ არის "ოცნებისთვის" მტერი?

06.11.25 20:32
ვინ არის "ოცნებისთვის" მტერი?

გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკოსებისთვის წაყენებული უმძიმესი ბრალდებების ჩამონათვალში უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაც ჩაწერა. "ქართული ოცნება" ცდილობს ეს ბრალდება განსხვავებულად დაგვანახოს, თუმცა ოპოზიციის შეფასებით, მცდელობა არც ისე წარმატებულად გამოიყურება. 

ამდენ ხანს გვარწმუნებდნენ, რომ სანქციები არ მუშაობს. ახლა კი ირკვევა, რომ ივანიშვილის, მისი მინისტრების, მოსამართლეებისა და პროკურორების სანქცირება არის ის, რამაც "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად დაარტყა.

გავიხსნოთ რის გამო დაასანქცირეს ივანიშვილი, მისი მინისტრები, პოლიციელები, პროკურორები და მოსამრთლეები - ყველას სანქცირების დასაბუთებაში წერია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. 

ადამიანების ციხეებში უკანონოდ გაშვება, ცემა, წამება და ძალადობა, გამოდის რომ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ქართველი ხალხის დაცვას საქართველოს მეგობარ ქვეყნებს სთხოვდნენ, ახლა 15 წლით ციხეშიც ხალხის დაცვის გამო უშვებენ. 

რეპრესიები პუტინის მეთოდებით -  ეს ხელწერა ამოიკითხა გენერალური პროკურორის დღევანდელი ბრიფინგიდან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ისევე როგორც ერთ დროს რუსეთში, ახლა აქაც "ქართული ოცნება" ოპონენტების განადგურებას მათთვის აგენტურული საქმიანობის დაბრალებით ცდილობს და ამის გამო მათ წლობით ციხეში გაშვებას უპირებს.

ვინ არის ოცნებისთვის მტერი? - თათია წოწონავა დეტალებით