ამერიკელი სენატორები მდინარაძის წინააღმდეგ - ქვეყანა ახალ სკანდალში ეხვევა
6 სენატორისა და კონგრესმენის ხელმოწერილი ორპარტიული დოკუმენტი უკვე მარკო რუბიოს ხელშია. გავლენიანი კონგრესმენები სახელმწიფო მდივნისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ. ქვეყანა ახალ დიპლომატიურ სკანდალში სუს-ის შეფმა გახვია, როდესაც სამთავრობო არხთან ინტერვიუში შტატები საქართველოში რევოლუციის დაფინანსებაში დაადანაშაულა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლებისთვის ხელფასების და პენსიების გადმორიცხვა რევოლუციის დაფინანსებად მონათლა. სუს-ის შეფის განცხადებები საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოში მყოფი ამერიკელი დიპლომატებისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნია.
მდინარაძის განცხადებების გამო განმარტებები მოსთხოვეს ამერიკაში საქართველოს ელჩს თამარ ტალიაშვილს. მიუხედავად ამის სენატორები ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის.