მიშას ბიძინა უნდა დაეჭირა 2012 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით - ქეთუნა ქერაშვილი

06.11.25 20:20
მიშას ბიძინა უნდა დაეჭირა 2012 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით - ქეთუნა ქერაშვილი

სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დევნას ეხმაურება და წერს, რომ ამ ლოგიკით, რასაც ახლა "ოცნება" ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს, 2012 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიხეი, სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი უნდა დაეჭირა: 

მიშას ბიძინა უნდა დაეჭირა 2012 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ‼️
ესაა მწარე რეალობა…
გინდა ნაციონალი დამიძახეთ აწი და გინდა აგენტი…", - წერს ქეთუნა ქერაშვილი. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.