რატომ მოკლეს 52 წლის კაცი კაბალში - სად გაქრა კამერის ჩანაწერები?

06.11.25 21:12
რატომ მოკლეს 52 წლის კაცი კაბალში - სად გაქრა კამერის ჩანაწერები?

სპეცოპერაციის დროს მოკლული 52 წლის მირზა ალიევი დღეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ალიევის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 48 საათი გავიდა, თუმცა ამ დრომდე “ქართული ოცნების“  ყოფილი დეპუტატის მირზა ალიევის ოჯახს არ აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი- რატომ გაიმეტეს გელაძის უწყების თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ და სად გაქრა კამერის ჩანაწერები?

სამართალდამცველების მიერ მოკლული მირზა ალიევი ოჯახის წევრები ამტკიცებენ,რომ ის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და მას არასდროს არანაირი კავშირი  ქონია ქურდულ სამყაროსთან არ ქონია. 

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის ოჯახის წევრები ოჯახის წევრი “ტვ პირველთან“ ყვება, რომ 100-მდე სპეცრაზმელი სახლში შეიჭრა და სროლა მალევე დაიწყეს - ცეცხლი, მათი მტკიცებით, პირველებმა სწორედ სამართალდამცველებმა გახსნეს და ალიევმა საკუთარი იარაღით თავდაცვის მიზნით გაისროდა. ჩნდება კითხვა, რა საჭირო იყო ღამის სპეცოპერაცია როდესაც ალიევს, რომელიც ყოველ დილით სახლიდან მის მაღაზიაში სავაჭროდ მიდიოდა ქუჩაში დააკავებდნენ.  

საცხოვრებელი სახლი, სადაც სპეცოპერაცია შსს-ს თანამშრომლებმა ღამის 3 საათზე ჩაატარეს ამ დრომდე სისხლის კვალი ეტყობა. ოთახის კედლებზე რამდენიმე ათეული ნატყვიარია. შსს- ოფიციალური ვერსიის სოფელშიც არავის სჯერა. 

ოფიციალური ვერსიით, კაბალში ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო ჩატარდა, თუმცა განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ მოკლული კაცის ოჯახის წევრები. 

მოკლული მამაკაცის ოჯახის სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს და სპეცრაზმელების პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს, რომლმაც ცეცხლი გახსნა. 

სპეცოპერაციის დროს მოკლული კაცი - ირაკლი ბახტაძე