"გველთან თამაში არ შეიძლება" - დიპლომატი ევროკავშირს

06.11.25 21:18
"გველთან თამაში არ შეიძლება" - დიპლომატი ევროკავშირს

"გველთან თამაში არ შეიძლება" - ასე მიმართა "ტვ პირველის" პრიდაპირი ეთერიდან, ქართველმა დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ ევროკავშირს და თქვა, რომ ევროკავშირი 10 წლის განმავლობაში "ოცნებასთან" ერთგავრ "ფლირტში" იყო. 

შეიძლება გველთან ითამაშო 10 წელი მაგრამ მეთერთმეტე წელს გველი აუცილებლად გიკბენს - ეუბნება ჯაფარიძე ევროპულ გაერთიანებას. 

მისი თქმით, ევროკაშირმა მას შემდეგ დაინახა "ოცნებსი" რეალური სახე, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შემდეგ 28 ნოემბერს კი ირაკლი კობახიძემ გაკეთებული განცხადებით სრულიად ჩამოხნა ივანიშვილსი გუნდს ნიღაბი. 

ეს არის დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება. ქართველი ხალხი აკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალებშია და რაც მის ძალებს არემატება. თითქმის ერთი წელია, რაც პროტესტი მიმდინარეობს რუსთაველზე. ეს რუსული ხელისუფლება ყველას შეეხო. მემგონი დროა უკვე რომ ევროპის კავშირმა და აშშ-მ და ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერის გარდა, განახორციელონ კონკრეტული ქმედება. 

ახლა ევროპის კავშირი გაფართოების რაღაც სამიტს აწყობს და იქ საქართველო არ არის მიწვეული. წევრი ქვეყნები იმსჯელებენ იმაზე, როგორ სრულდება ევროპული ინტეგრაციის პროექტი და როგორ ხდება ევროპა ერთიანი და იქ საქართველო მიწვეულიც არ არის. გაფართოების ანგარიშიც რომ გვერდზე გადავდოთ, ორი წლის წინ სულ სხვანაირა ფიქრობდნენ ჩვენი პარტნიორები "ოცნებაზე". მინიმუმ 10 წელი ისინი იყვნენ "ოცნების" მოკავშირეები. ეს არის სიმართლე და ეს უნდა ვთქვათ. ერთ დღეს კი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს აღარ გამოვიდა ორ სკამზე ჯდომა და მათ აირჩიეს ყოფილიყვნენ მოსკოვის სკამზე. ამის მერეც გვქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს არაერთი ცმდელობა ურთიერთობა "ოცნებასთან". მაგრამ მე მათ მინდა შევახსენო, რომ სიგიჟეა გველთან თამაში. შეიძლება გველთან ითამაშო 10 წელი მაგრამ მეთერთმეტე წელს გველი აუცილებლად გიკბენს. გველთან თამაში იყო მათი ფლირტი "ქართულ ოცნებასთან". სამწუხარო ის არის, რომ ამას იხდის ქართველი ხალხი. ჩვენ ვიხდით ამას ჩვენი ფიზიკური არსებობით. იხიდან ის ადამიენბი, ვინც გამომწყვდეულები არიან დილეგებში, სი ადამიანები, ვინც ყოველდღე დგანან რუსთაველზე, ისინი, ვინც ყოველდღირუად თავის სიცოცხლეს და თავისუფლეაბს რისკავენ", - ამბობს გია ჯაფარიძე.