გეკა გელაძემ რუსთაველის გამზირზე დღეს პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა გაიყვანა (ფოტოები)
"ოცნების" შსს-ს მინისტრმა, გეკა გელაძემ რუსთაველის გამზირზე დღეს პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა გაიყვანა - როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ასეთი რაოდენობის სამართალდაცველები დედაქალაქის მთავარ გამზირზე დიდი ხანია მომიტინგეებს არ უნახავთ.
რას ემსახურება ასეთი მობილიზება, ჯერ უცნობია.
"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, პოლიციელები ტროტუარს მთლიანად აკონტროლებენ და მოქალაქეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ.
სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ ხელბორკილები რამაზ ზოსიაშვილს დაადეს და ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს.