დაასახელოს რეჟიმმა რომელი სახელმწიფოა მტრულად განწყობილი?- თინა ბოკუჩავა

06.11.25 23:57
დაასახელოს რეჟიმმა რომელი სახელმწიფოა მტრულად განწყობილი?- თინა ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ოპოზიციონერების ციხიდან შესაძლო გამოსვლამ ერთიანი სინერგია არ შექმნას და სწორედ ამიტომ დაიწყო მათ წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოება. 

ბოკუჩავა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი არის მოწყვლადი სანქციების მიმართ და ახლა ის ევროკავშირთან ვაჭრობს, სწორედ ამას უკავშირდება ახალი ბრალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. 

"ნაციონალური მოძრაობა" მუშოაბდა და მუშაობს, რომ დასავლური წნეხი გაძლიერდეს. ჩვენ შეგვიძლია შიდა წნეხი ერთიანი წინააღმდეგობით და პროტესტით გავაძლიეროთ და ჩვენი მოქალაქეები ამისთვის იბრძვიან ქუჩაში. 

დღევანდელმა ბრიფინგმა გვიჩვენა ის, რომ ერთი რომ ივანიშვილს ეშინია შიდა ერთიანობის და შიდა პროტესტის და იმ ადამიანებსი გარეთ გამოსვლის, ვინც საპატიმროში არიან. ეშინიათ, მათმა შესაძლო გამოსვლამ ერთიანი სინერგია და დინამიკა არ შექმნას და მეორე, ეს არის დასტური, რომ ივანიშვილი ძალიანაც მოწყვლადია საგარეო წნეხის და კონკრეტრულად სანქიცების მიმართ", - განაცხადა ბოკუჩავამ 

ბოკუჩავა მოუწოდებს ივანიშვილსი გუნდს, დაასახელოს რომელი სახელმწიფოა მტრულად განწყობილი.

დაასახელოს რეჟიმმა რომელი სახელმწიფოა მტრულად განწყობილი? ერთი მტრულად განწყობილი სახელმწიფოა და ეს არის რუსეთი. არანაირი კომუნიკაცია მე რუსეთსი სახელმწიფოს წარმომადგენელთან მე არ მაქვს "- ამბობს თინა ბოკუჩავა 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.