დაკავებული არასრულწლოვანი, ანდრია ხამაშურიძე გაათავისუფლეს
დაკავებული არასრულწლოვანი, 15 წლის ანდრია ხამაშურიძე გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტი ანუკა გამსახურდია ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ხელბორკილები 15 წლის ანდრია ხამაშურიძეს რამდენიმე წუთის წინ დაადეს.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანდა, მოზარდი პოლციიამ ძალის გამოყენებით ჩატენა დაკავების მანქანაში.